ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა

ვაშინგტონში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას მან განაცხადა:

„ეს იყო ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ბევრი ადამიანი იღუპება და ეს უნდა დასრულდეს.

თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, პუტინი ჩვენ ბევრ ნაგავს გვაყრის. ის მუდმივად ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს“.

კითხვაზე, სურს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ხილვა, მან უპასუხა: „მე ამას განვიხილავ“.