გორში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში. „ჩემპიონთა ლიგაზე" „გოლდენ გორი", „მებრძოლი" და „არეა" (სამივე საქართველო) , „პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი), „რედ სტარი" (სერბეთი), „არისი" (საბერძნეთი) და „სტაბია" (ესპანეთი) მონაწილეობდნენ

„ჩემპიონთა ლიგის" ოქროს მედლის მფლობელი გახდა „მებძოლი", რომლის რიგებში იყვნენ:

66კგ ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი
73კგ გიორგი ჩიხელიძე
81კგ ტატო გრიგალაშვილი, ფრიდონ გიგანი
90კგ ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
+90კგ გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

„მებრძოლმა" მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს" 4:1 სძლია, ნახევარფინალში „გოლდენ გორი დაამარცხა ასეთივე ანგარიშით, ფინალში კი სერბეთის „რედ სტარს" 3:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, ტედი რინერს მოუგო, ფინალში კი გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილმა საიდ მოლაეის სძლია.

„ჩემპიონთა ლიგაზე" მესამე ადგილი „გოლდენ გორმა" დაიკავა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „არეა" 3:2 დაამარცხა.