ინგლისის პრემიერლიგაში მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი, „გიორგი მამარდაშვილი „ლივერპული“, ლონდონში „არისტოკრატებს“ სტუმრობდა.

შეხვედრის მე-13 წუთზე მოიზეს კაისედომ ულამაზესი გოლი გაუტანა გიორგი მამარდაშვილს და „ჩელსი“ დააწინაურა.

ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა 63-ე წუთამდე, რა დროსაც კოდი გაკპომ მასპინძლებს გაუტანა წონასწორობა აღადგინა აღარ შეცვლილა.

შეხვედრის მიწურულს „ჩელსიმ“ მწვავედ შეუტია და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 7,0) კარი ორჯერ გადაარჩინა აშკარა გოლს და მაშინ, როცა თამაშის დასრულებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, ესტევაომ მეორე გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

„ჩელსი“ - „ლივერპული“ 2:1(1:0)
გოლები: 13' მოიზეს კაისედო 1:0, 63' კოდი გაკპო 1:1, 90+6' ესტევაო 2:1


„ბორნმუთი“ - „ფულჰემი“ 3:1(0:0)
გოლები: 70' რაიან სესნიონი 0:1, 78' ანტუან სემენიო 1:1, 84' ჯასტინ კლიუვერტი 2:1, 90+6' ანტუან სემენიო 3:1


„არსენალი“ - „ვესტ ჰემი“ 2:0(1:0)
გოლები: 38' დეკლან რაისი 1:0, 67' ბუკაიო საკა, თერთმეტმეტრიანიდან 2:0


„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „სანდერლენდი“ 2:0(2:0)
გოლები: 8' მეისონ მაუნტი 1:0, 31' ბენჟამინ სესკო 2:0


„ლიდსი“ - „ტოტენჰემი“ 1:2(1:1)
გოლები: 23' მატის ტელი 0:1, 34' ნოა ოკაფორი 1:1, 57' მოჰამედ კუდუსი 1:2


მასალა ბოლოს 00:45 საათზე განახლდა.