ესპანეთის ქალაქ ლინარესში ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.
ჩინეთის ნაკრებმა ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 1,5:2,5 წააგო ფიდეს სახელით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებთან და ფინალში ვერ გავიდა.
ასევე ერთნაირი ანგარიშით, ფრედ 2:2, დასრულდა ყაზახეთის და აზერბაიჯანის ნაკრების ორივე შეხვედრა. ტაი ბრეიკის პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანმა 3:1 გაიმარჯვა და მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის რუსეთს შეხვდება.
მესამე ადგილისთვის მატჩში ჩინეტი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.




