ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკი და ახალგაზრდა ძალოსნების ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.

ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის) ძალოსანთა 88კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსნებმა, ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ, სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ზურაბ მსხალაძემ ორჭიდის ჯამში დიდი ოქროს მედალი, ატაცში მცირე ოქროს მედალი, აკვრაში კი მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ალექსანდრე გოგოხია ორჭიდის ჯამში დიდი ვერცხლის მედლის, ატაცში მცირე ბრინჯაოს მედლის, აკვრაში კი მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.