ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკი და ახალგაზრდა ძალოსნების ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე +86კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ნათია გადელიამ ატაცში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში მცირე ოქროს მედალი, ორჭიდის ჯამში კი დიდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდა ვაჟ ძალოსანთა 94კგ წონით კატეგორიაში საბა ასანიძემ ატაცში ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა, აკვრაში კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში საბა ასანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში მერვე ადგილზე გავიდა თორნიკე ლომთაძე.
მასალა ბოლოს 16:10 საათზე შეივსო




