გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „დრეზდენს“ უმასპინძლა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაშვებული გოლი 67-ე წუთზე გაქვითეს და ორ წუთში რიცხობრივ უპირატესობაშიც დარჩნენ, მაგრამ 73-ე წუთზე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ და „ჰაიდენჰაიმმა“ 77-ე ანგარიში მოწინააღმდეგის დახმარებით (ავტოგოლი) გაათანაბრა.

შეხვედრის 87-ე, 89-ე და 90+1 წუთზე მასპინძლებმა სტუმრების კარი სამჯერ აიღეს, სტუმრებმა კი 90+7 წუთზე ერთი გოლი გაიტანეს და მატჩი 5:3 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძე (flashscore - 6.6) მე-80 წუთზე შეცვალეს.

სამი ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 6 ქულით მე-4 ადგილზეა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ