გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ბუნდესლიგის მორიგი ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰაიდენჰაიმში გაიმართა, სადაც პლეი ოფის გავლით ბუდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ჰაიდენჰაიმი“ უშუალო კონკურენტს „ექვსქულიან“ მატჩში მასპინძლობდა.

ორივე გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფრთხილობდა და გამწვავებას ერიდებოდა. ტაიმი უშედეგოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი „ბოხუმის“ ერთ-ერთი შეტევისას მასპინძელთა მეკარე მიულერი და სტუმართა  სტუმართა ნახევარმცველი იბრაჰიმა სისოკო ერთმანეთს შუბლებით შეეჯახნენ და მაშინვე დაეცნენ. მცირე ხნის შემდეგ სისოკომ წამოდგომა შეძლო, მასპინძელთა მეკარეს კი ათწუთიანმა სამედიცინო დახმარებამ არ უშველა და იგი შეცვალეს. 

შეხვედრის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ორივე გუნდის მწვრთნელებმა რამდენიმე შეცვალეს და მინდორზე ტრავმის გამო კარგა ხნის უთამაშებელი ბუდუ ზივზივაძეც (flashscore - 6,6) გამოჩნდა.

დარჩენილ ათ და კომპენსირებულ თხუთმეტ წუთში გოლის გატანის შანსები ორივე გუნდმა მიიღო, თუმცა ეს ვერცერთმა ვერ შეძლო.





დარჩენილი შეხვედრების განრიგი:

04.05
„აუგსბურგი“ - „ჰოლშტეინ კილი“

10.05
„უნიონ ბერლინი“ - „ჰაიდენჰაიმი“
„ბოხუმი“ - მაინცი“
„ჰოლშტეინ კილი“ - „ფრაიბურგი“

17.05
„ჰაიდენჰაიმი“ - „ვერდერი“
„სანკტ პაული“ - „ბოხუმი“
„ბორუსია“ დორტმუნდი - „ჰოლშტეინ კილი“