ბუნდესლიგაში ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „მაინცთან“ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ასპარეზობა ადგილზე დაასრულა.

ბუდი ზივზივაძე (Flashscore - 7,0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.

„ჰაიდენჰაიმი“ - „მაინცი“ 0:2(0:2)
„აინტრახტი“ -„შტუტგარტი“ 2:2(0:2)
„მიონხენგლადბახი“ - „ჰოფენჰაიმი“ 4:0(2:0)
„ფრაიბურგი“  - „ლაიფციგი“ 4:1(2:1)
„ვერდერი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 0:2(0:2)
„სანკტ პაული“ - ვოლფსბურგი“ 1:3(0:1)
„ბაიერი“ - „ჰამბურგი“ 1:1(0:0)
„ბაიერნი“ - კიოლნი“ 5:1(3:1)
„უნიონ ბერლინი“ - „აუგსბურგი“ 4:0(2:0)



„ბაიერნმა“ გააუმჯობესა ტოპ-5 ჩემპიონატების რეკორდი - 121 გოლი სეზონზე, რომელიც „რეალს“ ეკუთვნოდა და 2012 წელს იყო დამყარებული. ევროპის მთავარი ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ იტალიურ კლუბ „ტორინოს“ აქვს გატანილი მეტი გოლი, ვიდრე „ბაიერნს“. გუნდმა 1947/48 წლების სეზონზე 40 მატჩში 125 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის  საუკეთესო ბომბარდირი 36 გატანილი გოლით ჰარი კეინი გახდა.

ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ტრავმის გამო არაერთი შეხვედრა გამოტოვა, 6 გატანილი გოლით გახდა „ჰაიდენჰაიმის“ საუკეთესო ბომბარდირი.