ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი ორნელა მუტი საქართველოშია. მსახიობის ვიზიტი თბილისში საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

ორნელა მუტი ქართველ მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრში ხვდება, სადაც საქველმოქმედო საღამო იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მსხვერპლთა მხარდაჭერას. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს.

იტალიელი მსახიობი ქალი, მაყურებელმა განსაკუთრებით 1970-იანი წლების ბოლოს შეარულებული როლებით შეიყვარა - 1977 წელს ითამაშა ჟორჟ ლოტნერის ფილმში "მოკალი ნაძირალა". ეკრანზე მისი პარტნიორი ალენ დელონი გახდა. 1980-იანი წლების დასაწყისი მუტიმ ადრიანო ჩელენტანოსთან ორჯერ ითანამშრომლა. "ჭირვეულის მორჯულება" და "სიგიჟემდე შეყვარებული," - ესაა ფილმები, რომლებიც ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. ადრიანო და ორნელა კი ყველაზე მოთხოვნად ეკრანულ წყვილად აქცია.

1998 წელს გამოვიდა ალექსანდრე დიუმას რომანის კიდევ ერთი ეკრანიზაცია - ჟოზე დაიანმა მინი-სერიალი "The Count of Monte Cristo" გადაიღო. მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე და ორნელა მუტი ასრულებდნენ.