დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა ახალ პატრიარქზე, შიო მესამეზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, შიო მესამე ილია მეორის გზას ღირსეულად გააგრძელებს.
„ვნახეთ როგორ ღირსეულად მოხდა ახალი პატრიარქის არჩევა და მნიშვნელოვანია, რომ ილია მეორის გზა სწორად გაგრძელდება. ერს მოსწონს, რომ შიო მესამე ილია მეორის გზის გამგრძელებელია.
ის კარი, რომელიც უწმინდესმა გააღო, უფრო ფართოდ გაიღება შიოს მესამის მიერ და და მან აღნიშნა, რომ მარტო ტაძარში არ დაელოდება ადამიანებს, ის გარეთ გავა. ახალი ერა იწყება და მინდა, იმედითა და სიხარულით შევხვდეთ“, - თქვა დეკანოზმა.




