გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეათე ტურის შეხვედრები გრძელდება.
სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა და 83-ე წუთზე გაშვებული მეორე გოლით დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძე (flashscore - 7,3) მინდორზე 46-ე წუთზე შევიდა. მან 58-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე მეორე გოლის გატანა შეძლეს და მინდორი გამარჯვებულებმა დატოვეს.
„ფრაიბურგი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 2:1(1:0)
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ჰაიდენჰაიმი“ შვიდი ქულით ჩამორჩება საპლეიოფე მეთექვსმეტე ადგილზე მყოფ „სანკტ პაულს“.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბრემენში „ვერდერთან“ დამარცხდა. გოჩოლეიშვილს არ უთამაშია.
„ვერდერი“ - „ჰამბურგი“ 3:1(1:1)
მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტი“ დაამარცხა და დარჩენილი ოთხი ტურის შედეგების მიუხედავად ჩემპიონობა გაინაღდა.
„ბაიერნი“ - „შტუტგარტი“ 4:2(3:1)




