ბუნდესლიგაში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები დაიწყო.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“, რომელიც ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, სახლში მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბუდუ ზივზივაძე მინდორზე 70-ე წუთზე შევიდა და ცხრა წუთში მეტოქის კარი აიღო. 2025 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა. ბუდუ ზივზივაძის თამაში Flashscorem 7,6-ით შეაფასა.
„ჰაიდენჰაიმი“ - უნიონ ბერლინი" 3:1(2:0)
გოლები: 9' და 36' მატიას ჰონსაკი 1:0 და 2:0, 70' ლეოპოლდ კვერფელდი 2:1, 79' ბუდუ ზივზივაძე 3:1
„ბორუსია“ დორტმუნდი - „ბაიერი“ 0:1(0:1)
„ლაიფციგი“ - „ბორუსია“ მენხენგლადბახი 1:0(0:0)
„ვოლფსბურგი“ - „აინტრახტი“ 1:2(0:2)




