ხვიჩა კვარაცხელია? ის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალში საუკეთესო იყო და ფინალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის მეც, შთაგონებული ვართ იმ იდეით, რომ ქართველ ბიჭს შეეძლო ასეთ მაღალ დონეზე თამაში და ვფიქრობთ: თავადაც იმავეს რატომ არ უნდა შევეცადოთ?, - ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, დავრჩეთ ბუნდესლიგაში, რადგან „ჰაიდენჰაიმი“ იმსახურებს მთავარ დივიზიონში ყოფნას. გადამწყვეტ მატჩში „მაინცთან“, როგორც ბოლო რამდენიმე ტურში, ვიმოქმედებთ როგორც ერთიანი გუნდი, კონცენტრირებული და ყოველი წამს მებრძოლი. ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, რომ „მაინცის“ წინააღმდეგაც იმავეს გავაკეთებთ.
მიუნხენში „ბაიერნთან“ დუბლი? ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი ისეთ სტადიონზე, როგორიც „ალიანს არენაა“. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იყო.
არის თუ არა ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ვითამაშე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. რადგან შენი ქვეყნისთვის თამაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის გადამწყვეტია კლუბისთვის, ქალაქისთვის.
ხვიჩა კვარაცხელია? ის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალში საუკეთესო იყო და ფინალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის მეც, შთაგონებული ვართ იმ იდეით, რომ ქართველ ბიჭს შეეძლო ასეთ მაღალ დონეზე თამაში და ვფიქრობთ: თავადაც იგივეს რატომ არ უნდა შევეცადოთ?“- ამბობს ბუდუ ზივზივაძე.









