ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა და „ჰაიდენჰაიმს“ „ალიანც არენაზე“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:3.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუნდესლიგის 32-ე ტურში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, 76-ეზე კი მარცხენა ფლანგზე მაიკლ ოლისეს გასცდა და მარჯვენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა. ზივზივაძე 81-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო გოლის გაიტანა, დუბლი კი პირველად შეასრულა, სულ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 გოლია.

გიორგი გოჩოლეიშვილმა 68-ე წუთიდან ითამაშა „ჰამბურგში“, რომელმაც გასვლაზე ფრანკფურტში „აინტრახტს“ 2:1 სძლია.

32 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 25 ქულით ბოლო ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. „ჰამბურგმა“ (34) კი ეს ამოცანა უკვე წარმატებით გადაჭრა.