ბუნდესლიგაში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„ჰაიდენჰაიმმა“ სახლში საპლეიოფე ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურებული „სანკ-პაული“ მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბუდუ ზივზივაძემ (Flashscore - 7.3), რომელიც ტრავმის გამო დიდი ხნიოს განმავლობაში არ თამაშობდა და მინდორს რამდენიმე ტურის წინ დაუბრუნდა, ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
„ჰაიდენჰაიმი“ - „სანკტ-პაული“ 2:0(1:0)
გოლები: 3' ბუდუ ზივზივაძე, 82' ერენ დინკჩი
დარჩენილ სამ ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ბაიერნს“ და „კიოლნს“ გასვლაზე და „მაინცს“ სახლში ეთამაშება.




