მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიამ "ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემაც იგივე გაიმეორა. მან ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნის კარი ორჯერ აიღო.
მატჩის ბოლოს, ზივზივაძემ ჟრნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ მანამდე ხვიჩას ესაუბრა, რომელმაც რამდენიმე ხრიკი ასწავლა ბაიერნისთვის გოლის გასატანად.
„ხვიჩას ვესაუბრე, მან რამდენიმე ხრიკი მასწავლა და საბედნიეროდ, დღეს მეც ორი გოლი გავიტანე. ხვიჩას რჩევა, მეორე გოლის დროს გამომადგა - შესვლა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში დარტყმა. საბედნიეროდ, ბურთი კარში შევარდა და იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი.
მშვენიერი დღე გამოვიდა. ბავშვობაში ასეთ დიდ გუნდებთან თამაშზე ვოცნებობდი. ბაიერნის კარში ორი გოლის გატანა დაუჯერებელია. მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზეა და საღამოს მათთან ერთად აღვნიშნავ.
ცოტათი იმედგაცრუებულები ვართ შედეგით, რადგან ბოლოს გოლი გავუშვით, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ, რადგან მსოფლიო დონის გუნდის და შესანიშნავი ფეხბურთელების წინააღმდეგ ასე ვითამაშე. ისინი გერმანიის ჩემპიონები არიან, შესაბამისად გვიხარია, რომ დღეს ქულა მოვიპოვეთ. ახლოს ვართ გასავარდნ ზონასთან, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.
ცნობისთვის, ბუნდესლიგის ოცდამეთორმეტე ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერმა "ჰაიდენჰაიმმა" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. ბუდუ ზივზივაძემ "ალიანც არენაზე" დუბლი შეასრულა.








