ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის გუნდების შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა

ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა შეხვედრის პირველივე წუთებზე გადაუწურეს სამხრეთ კორეელელებს მეოთხედფინალში თამაშის იმედები. ისინი მე-13 წუთისთვის ორი გოლით დაწინაურდნენ, 36-ე წუთზე კი ანგარიში უკვე 4:0 იყო.

ამის შემდეგ ბრაზილიელებს დიდად აღარ შეუწუხებიათ თავი, სამხრეთ კორეელებმა კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს

ბრაზილია -  სამხრეთ კორეა 4:1(4:0)
გოლები: 7' ვინისიუს ჟუნიორი 1:0, 13' ნეიმარი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 29'  რიშარლისონი 3:0, 36' ლუკას პაკეტა 4:0, 76' სინ-ჰო პაიკი 4:1

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ და ერთმანეთს შეხვდებიან ნიდერლანდები - არგენტინა, ინგლისი - საფრანგეთი და ხორვატია - ბრაზილია. მეოთხე მეოთხედფინალისტთა წყვილი მაროკო - ესპანეთის და პორტუგალია - შვეიცარიის გუნდების შეხვედრაში გაირკვევა