იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული -  წაბლის სახოების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა  სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზაინის დაანგარიშება.  ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია  შესაბამის საგამოძიებო უწყენაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.

ინფორმაციას ეროვნული ტყის სააგენტო ავრცელებს