ავჭალის რაგბის სტადიონზე ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შეხვედრა დასრულდა.

ევროპის 14-გზის ჩემპიონს უმაღლეს დივიზიონში წელს დაბრუნებული გერმანიის ნაკრები სტუმრობდა. 

„ბორჯღალოსნებმა"  მოკვეთილი „დათვების" (რუსეთის ნაკრები) ნაცვლად ჩემპიონატზე დაშვებულ „შავ არწივებს" შავი დღე აყარეს და სახლში გაპუტული გაუშვეს

საქართველო - გერმანია 75:12(42:0)








მიმდინარე ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს. ისინი ორ ჯგუფად არიან გაყოფილები და ჩემპიონატისთვის ბრძოლას ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანიაა, მეორე ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთია.

გუშინ გამართული  შეხვედრების შედეგები:
პორტუგალია - ბელგია 54:17
რუმინეთი - პოლონეთი 67:27