თბილისში, „მიხეილ მესხზე“, „ბორჯღალოსნებმა“ შემოდგომის ბოლო ტესტ-მატჩში იაპონიას უმასპინძლეს.

თბილისში გამართული შეხვედრის შედეგს უპირველესი მნიშვნელობა მსოფლიო თასის წილისყრის წინ მეორე კალათაში მოხვედრის და ამისთვის მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილების დასაკუთრების თვალსაზრისით ჰქონდა.

მატჩის დაწყების წინ საქართველოს 74,69 ქულა ჰქონდა და მეთერმეტე ადგილზე იყო, უელსი74,23 ქულით მეთორმეტეზე, იაპონია 72,58 ქულით კი მეცამეტეზე. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში საქართველო 0,51 ქულას დაკარგავდა და მას უელსი გადაუსწრებდა (უელსი ორ დარჩენილ ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან თამაშობს და მათთან წაგება გუნდს ქულებს არ აკლებს), მაგრამ თორმეტეულში რჩებოდა.  მატჩის წაგების შემთხვევაში კი უელსი და იაპონია საქართველოზე წინ, მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებზე გადადიოდნენ.

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მეტად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მათ გაწითლებულ დროში ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეძლეს წინ გასვლა.

საქართველო - იაპონია 23:25(6:16)

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ასეთი იყო:

1. გიორგი ახალაძე 2. ირაკლი კვატაძე 3. ირაკლი აფციაური  4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. ლადო ჩაჩანიძე 6. ჯალაღონია 7. ბექა საღინაძე 8. ბექა გორგაძე   
ხაზი
9. ვასილ ლობჟანიძე  10. თედო აბჟანდაძე (ჯარიმა 5' 29' 45' გარდასახვა 70' 78') 11. დემურ თაფლაძე (ლელო 68')  12. თორნიკე კახოიძე (ლელო 77') 13. კვესელაძე 14. აკაკი ტაბუცაძე 15. დავით ნინიაშვილი 
მარქაფა
16. ნიკოლოზ სუთიძე 17. გიორგი მამაიაშვილი 18. კახაბერ დარბაიძე 19. გიორგი ჯავახია 20. ლუკა ივანიშვილი 21. სანდრო მამამთავრიშვილი 22. გელა აფრასიძე 23. ლუკა მატკავა  
მწვრთნელი
რიჩარდ ქოქრილი



მასალა ბოლოს 18:20 საათზე განახლდა.