საფრანგეთში გრძელდება რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშება.
„ლე სტადიომ დე ტულუზზე" გამართულ შეხვედრაში C ჯგუფში მოასპარეზე „ბორჯღალოსნებმა" მოულოდნელი ფიასკო განიცადეს.
პორტუგალიამ პირველი ნახევრის 5:13 მოგების შემდეგ, მეორე ნახევარში ლელო დადო, გარდასახა, ორი ჯარიმა გაიტანა და 18:13 დაწინაურდა.
„ბორჯღალოსნებმა" 78-ე წუთზე ლელო დადეს და ანგარიში გაათანაბრეს. გაწითლებულ დროში პორტუგალიელებმა საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.