ბერძნული პრესის ყურადღების ცენტრში საქართველო-საბერძნეთის დღევანდელი მატჩია.

ბერძნული სააგენტოების კორესპონდენტები საბერძნეთის მოქალაქეებისთვის მატჩის წინ თბილისში შექმნილი ატმოსფეროს აღწერისას ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ დღეს ქართველებისთვის ისტორიული დღეა.

ბერძნული პრესა იმედოვნებს, რომ გუსტავო პოიეტი და ახალი ეროვნული ნაკრები ყველაფერს გაიღებენ იმისთვის, რომ კვალიფიკაციის დასასრული ცისფერ-თეთრი (საბერძნეთის დროშის ფერები - „აიპრესი") იყოს.

„საქართველოსთვის დადგა დღე, რომელსაც, ჩანს, მთელი ცხოვრება ელოდნენ. დღე როცა ეს პირქუშსახიანი „ბნელი" ადამიანები გადასხვაფერდებიან." ქალაქში ყველგან - ქუჩებში, გაჩერებებზე - ფეხბურთზე ლაპარაკობენ. მათ შორიც ისეთებიც არიან, რომლებსაც ფეხბურთი არ უყვართ და შეიძლება, გუგლის რუკა დასჭირდეთ „ბორის პაიჭაძის დინამო არენამდე" მისასვლელად. პოლიტიკურმა ოპონენტებმაც კი ერთდღიანი „ზავისკენ" მოუწოდეს, რადგან მიზანი დღეს ყველასთვის საერთოა", - წერს gazzetta.gr