სახლში მყავს და ძალიან კარგად გრძნობს თავს, მეყოლება სანამ თოვლი იქნება, - წერს სოციალურ ქსელში ანა ზუბაშვილი, რომელმაც ნახევრად გაყინული სიმბა შეიფარა და მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„სახლში მყავს და ძალიან კარგად გრძნობს თავს🫶🏻 მეყოლება სანამ თოვლი იქნება, შემდეგ დაბრუნდება თავის ადგილას და იქნებ გავაჩუქოთ ან უარეს შემთხვევაში დავუდგათ სახლი რომ ასე აღარ დასველდეს და გაიყინოს.. ( რაც შემოსასვლელთან დგას, გარდა იმისა რომ დაბინძურებულია, ძალიან ვიწრო ჭრილი აქვს და დიდი ზომის ძაღლები ვერ ეტევიან)
ასევე ვეტერინართან აღმოვაჩინეთ რომ არის დაჩიპული, თუმცა მონიტორინგში ინფორმაცია არ არის გადაცემული თუ სადაა დარეგისტრირებული და ვისზე. ვისაც მიგიწვდებათ ხმა სხვადასხვა კლინიკასთან იქნებ მოიკითხოთ და ვიპოვით პატრონი. ( თუ ეძებს,თუარადა მინიმუმ დაჯარიმდეს!!)
963002100093740 - ეს არის ჩიპის ნომერი 🙏🏻
და ბოლოს, უმორჩილესად გთხოვთ, სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გექნებათ ნუ გაავრცელრბთ ცრუ ინფორმაციას! კომენტარებში წერდნენ მოკვდაო , არადა სახლში მყავდა. ნუ დავუმატებთ ერთმანეთს სანერვიულოს“, - წერს სოციალურ ქსელში ანა ზუბაშვილი.