ბელგრადში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩებზე 55-77-82-130კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გამოდიან

55კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ 18 ფინალში ალჟირელ მუჰამედ იასინ დრიდი 12:2 დაამარცხა, 1/4 ფინალში მოლდაველ არტიომ დელანუსთან 10:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უზბეკ ჯასურბეკ ორტიკბოევს შეხვდება.

77კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძემ 1/16 ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მონაწილე ბელარულ პაველ ლიახს 7:2 მოუგო, 1/8 ფინალში პოლონელ პატრიკ ადამ ბერნარდცი 10:1 დაამარცხა, 1/4 ფინალში კი 0:10 წააგო იაპონელ ნაო კუსაკასთან.

რეპაშაჟში ასპარეზობას და მედლის და/ან ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას იური ლომაძე იაპონელი სპორტსმენის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს.  ქაჯაია იმ შემთხვევაში გააგრძელებს.

82კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ იდრის იბაევს 3:2 მოუგო, 1/4 ფინალში კი მოლდაველ მიჰაი ბრადუსთან 3:4 წააგო.

გელა ბოლქვაძე რეპეშაჟში მოხვედრის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს

130 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო წრეში იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელ ბექა კანდელაკს 1*:1 მოუგო, 1/8 ფინალში ასეთივე ანგარიშით დასრულებულ შეხვედრაში აჯობა ფინელ ელიას კუოსმანენს, 1/4 ფინალში კი ჩინელ ლინჟე მენთან 1:3 დამარცხდა.

რეპაშაჟში ასპარეზობას და მედლის და/ან ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას იაკობ ქაჯაია იმ შემთხვევაში გააგრძელებს,  თუ ჩინელი სპორტსმენი ნახევარფინალში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, თურქ რიზა კაიალპს დაამარცხებს.