ბრატისლავაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 55-63 და 77 კგ წონით კატეგორიებში.  

77კგ წონით კატეგორიის ფინალში რამაზ ზოიძე სომეხ მალხაზ ამოიანთან 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 8:1 მოუგო სომეხ მანველ ხაჩატრიანს. 

55კგ
1. ემინ სეფერშაევი (ჭიდაობის საერთაშოირისო ფედერაცია, რუსეთი)
2. ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი)
3. ვახტანგ ლოლუა (საქართველო)
3. არტიომ დელიანუ (მოლდოვა)

63კგ
1. კერემ კამალი (თურქეთი)
2. კარენ ასლანიანი (სომხეთი)
3. ვიტალი ერიომენკო (მოლდოვა)
3. მაირბეკ სალიმოვი (პოლონეთი)
10 ბექა გურული (საქართველო)

77კგ
1. მალხაზ ამოიანი (სომხეთი)
2. რამაზ ზოიძე (საქართველო)
3. აჰმეტ ილმაზი (თურქეთი)
3. ალექსანდრო სოლოვეი (მოლდოვა)

შეგახსენებთ, რომ ხვალ ბრინჯაოს ფინალში გელა ბოლქვაძე იჭიდავებს, ამირან შავაძე და ჯონი ხეცურიანი კი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს ფინალში მოხვედრას და მედლისვის ბრძოლას შეეცდებიან.