ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ფინალური შეხვედრები 60-67-72-82-97კგ წონით კატეგორიებში.
72 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იური ლომაძე 0:4 დამარცხდა ფრანგ იბრაჰიმ მაჰმუდ ჰამედ ჰასანი ღანემთან და საქართველოს მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.
67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში დიეგო ჩხიკვაძემ შვედი ნიკლას იან ოლოვი პონტუს ოელენი 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
82 კგ წონაში გელა ბოლქვაძე მოლდაველ მიჰაილ ბრადუსთან ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გამოცხადდა გამარჯვებულად და მან გუნდს მეორე ბრინჯაო შესძინა.
გუნდურ ჩათვლაში პირველი აზერბაიჯანი იყო, მეორე თურქეთი, მესამე კი საქართველო.




