ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში 60-72-97კგ წონითი კატეგორიების ფალავნები ჩაებნენ

60კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ მეთექვსმეტედფინალში მექსიკელი სამუელ გურია ვიგუერასი 10:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი ყირგიზ ჟოლამან შარშანბეკოვთან 0:9 წააგო. 

ყირგიზმა მოჭიდავემ მეოთხედფინალშიც გაიმარჯვა და თუ იგი ფინალში გასვლას შეძლებს, აბულაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი გაუჩნდება.

72კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ სუფთად წააგო იაპონელ შინგო არადასთან. 

იაპონელმა მოჭიდავემ მომდევნო შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მისი ფინალში გასვლის შემთხვევაში ზოიზე მედლისთვის ბროლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს. 

97კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია ნორვეგიელ ფელიქს ბადლაუფთან დამარცხდა 1:3.

ნორვეგიელი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და მელიას რეპეშაჟიდან ბროლის გაგრძელების შანსი წაერთვა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებში 60-67-77-87-97-130კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები იასპარეზებენ. ოლიმპიურ ლიცენზიას ის ქვეყნები მიიღებენ, რომელთა წარმომადგენლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ-მეხუთე ადგილზე გავლენ. ამის შემდეგ ლიცენზიის მოსაპოვებლად კიდევ ორი ფაზა რჩება. საქართველოსთვის პირველი ფაზა ევროპის საოლიმპიადო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაა, სადაც ლიცენზიის ასაღებად ფინალში გასვლა იქნება აუცილებელი, უკანასკნელი შანსი კი მსოფლიო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაა, სადაც ასევე ფინალში გასვლა იქნება აუცილებელი.