ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე (72 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქართველი ფალავანი ფინალში საფრანგეთის სახელით გამომსვლელ იბრაჰიმ მაჰომედ განემთან დამარცხდა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) – ვერცხლის მედლები.
ბრინჯაოს მედლისთვის ასევე იბრძოლებს გელა ბოლქვაძე (82 კგ).




