მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფები შეხვედრების ბოლოსწინა ტურის მატჩები მიმდინარეობს.

J ჯგუფის ლიდერმა ბელგიამ ყაზახეთში შეხვედრა ვერ მოიგო და ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერი ტურით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

ყაზახეთი - ბელგია 1:1(1:0)
გოლები: 9' დასტან საპტაევი 1:0, 48' ჰანს ვანაკენი 1:1
გაძევება: 79' ისლამ ჩესნოკოვი (ყაზახეთი, წითელი ბარათი)

უელსმა ლიხტენშტაინში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
 
ლიხტენშტაინი - უელსი 0:1(0:0)
გოლი: 64' ჯორდან ჯეიმსი



დარჩენილი შეხვედრები:

18.11 უელსი - ჩრდილოეთ მაკედონია
18.11 ბელგია  - ლიხტენშტაინი

მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება