ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან 1:1 ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა, თამაშის დროს სტადიონზე ძაღლი გამოჩნდა. ამის ამსახველ ვიდეო კადრებს "ფეისბუკში" გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს. 

საქართველოს 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა გამართა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრები იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი ნიდერლანდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი გოლი მათ კარში გავიდა. 42-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ერტ-ერთი იშვიათი შეტევის დროს, ანზორ მექვაბიშვილის პასის შემდეგ ბურთი ზურიკო დავითაშვილმა ცენტრთან ახლოს, მარჯვენა ფლანგზე მიიღო და საოცარი სოლო რეიდის შემდეგ მეტოქის საჯარიმო მოედანში შესულმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.

ნიდერლანდელებმა შეტევები განაგრძეს და კომპენსირებულ დროში, 45+6 წუთზე კენეთ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის მეორე ნახევრის მსვლელობაში მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ისევ პორტუგალია ფლობდა, მაგრამ საქართველომ შეძლოს კარის დაცვა და სასურველი ანგარიშის შენარჩუნება

საქართველო
გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი წიტაიშვილი (58' საბა ხვადაგიანი), ნოდარ ლომინაძე (46' ლუკა გაგნიძე), ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი (43' გოლი, 90' ოთარ მამგეიშვილი)), გიორგი გაგუა (79' გიორგი გულიაშვილი)

ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტუგალიის და ბელგიის გუნდებს პორტუგალიამ 2:1 მოიგო.

საქართველო 3 1-2-0 5:3 5
პორტუგალია 3 1-1-1 3:4 4
ნიდერლანდები 3 0-3-0 2:2 3
ბელგია 3 0-2-1 3:4 2

მეოთხედფინალური შეხვედრა საქართველოს 1 ივლისს, თბილისში  C ჯგუფის მეორეადგილოსანთან (ჩეხეთთან, გერმანიასთან ან ისრაელთან) ექნება. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული პორტუგალია კი C ჯგუფში გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება.