ბათუმში, „ბორჯღალოსნებმა“ შემოდგომის პირველ ტესტ-მატჩში შეერთებული შტატების ნაკრებს უმასპინძლეს.

ბორჯღალოსნებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და უკვე მე-2 წუთზე 7:0 დაწინაურდნენ თუმცა ამის შემდეგ, მე-17 წუთამდე, ამერიკელებმა ზედიზედ სამი ლელო-გარდასხვით შეძლეს დაწინაურება.  

„ბორჯღალოსნებმა“ 21-ე, 29-ე და 33-ე წუთებზე სამი წარმატებული შეტევის შემდეგ ანგარიშში დაწინაურება შეძლეს (26:21) და საბოლოოდ ტაიმი 26:24 მოიგეს.

მეორე ტაიმში ამერიკელებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი ქულით,  მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ „ბორჯღალოსნებმა“ იძალეს და მატჩი 43:30 მოიგეს.

ძირითადი
შერკინება
1. დავით აბდუშელიშვილი 2. ირაკლი ქვათაძე (ლელო 2') 3. ბექა გიგაშვილი 4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. ლადო ჩაჩანიძე 6. ლუკა ივანიშვილი 7. ბექა საღინაძე 8. ბექა გორგაძე (ლელო 29') 9. ვასილ ლობჟანიძე
ხაზი
10. თედო აბჟანდაძე (გარდასახვა 3', 22', 34' 66', 82'  ჯარიმა 73') 11. გიორგი შველიძე 12. თორნიკე კახოიძე 13. გიორგი კვესელაძე (ლელო 21', 33') 14. აკაკი ტაბუცაძე  15. დავით ნინიაშვილი  
მარქაფა
16. ვანო კარკაძე 17. გიორგი თეთრაშვილი 18. ლუკა ჯაფარიძე (ლელო 65') 19. დემურ ეფრემიძე 20. ილია სპანდერაშვილი 21. გელა აფრასიძე (ლელო 80') 22. ლუკა მატკავა 23. დემე თაფლაძე 
მწვრთნელი
რიჩარდ ქოქრილი


„ბორჯღალოსნებმა“ „არწივები“ დღევანდელ მერვე შეხვედრაში მეხუთედ დაამარცხეს

21.06.2009 დენვერი აშშ-საქართველო 31:13
27.11.2009 თბილისი საქართველო-აშშ 19:17
17.06.2012 დენვერი აშშ-საქართველო 36:20
16.11.2013 რუსთავი საქართველო-აშშ 23:25
17.06.2017 ატლანტა აშშ-საქართველო 17:21
25.11.2017 თბილისი საქართველო-აშშ 21:20
19.08.2023 თბილისი საქართველო-აშშ 22:7
08.11.2025 ბათუმი საქართველო-აშშ 43:30

ამ მოგებით საქართველოს სარეიტინგო ქულა არ შემატებია და იმის გათვალისწინებით, რომ ირლანდიამ სახლში იაპონიას 41:10 მოუგო და ამ უკანასკნელის რეიტინგი უცვლელი დარჩა, საქართველო კვლავ მე-11 ადგილზეა.

მასალა ბოლოს 19:08 საათზე შეივსო