ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის გრანდ სლემზე დღეს 78 და +78კგ წონითი კატეგორიების ქალებიუ და 90-100 და +100კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ

+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ტაჯიკი მანსურ რაციონი რუსი ტამერლან ბაშაევი და ყაზახი ერასილ კაჟიბაევი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის  მსოფლიო ჩემპიონს, რუს ინალ ტასოევს შეხვდება.

ამავე წონაში გელა ზაალიშვილმა ყაზახ ადილ ორაზბაევს, გერმანელ ერიკ აბრამოვს და აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს სძლია და ნახევარფინალში ინალ ტაოსოევთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის გელა ზაალიშვილი ტამერლან ბაშაევთან იჭიდავებს.

100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ნიაზ ბილალოვი, დიდბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელიენ დისე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს რუს მატვეი კანიკოვსკისთან იჭიდავებს.

დღეს მათთან ერთად სოფიო სომხიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და ერეკლე ბაზიერაშვილი ასპარეზობდნენ.

სოფიო სომხიშვილი (+78კგ) იაპონელ სარა ასაჰინასთან დამარცხდა, თორნიკე ფოლადაშვილი (90კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს ელდარ ალახვერდიევთან, ვლადიმერ ახალკაცი(90კგ) ესპანელ დანიელ ნეტო ტრინიდადთან, ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) კი პირველი შეხვედრა იაპონელ კუსუკე მაშიამასთან მოიგო და მეორეში გერმანელ გიორგი უძილაურთან დამარცხდა.