ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის გრანდ სლემზე, დღეს ტატამზე 73-80კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვთან და ყირგიზ ჟანსაი სმაგულოსთან გამარჯვების შემდეგ პულის ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს დანილ ლავრენტიევთან განიცადა მარცხი და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მას ესპანელმა სალვადორ კასეს როკამ მოუგო.

ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა თურქი ბაირამ კანდემირის და ლატვიელი აბულფას ნაზიროვსის მოგების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან წააგო.

81 კგ წონით კატეგიორიაში ზაურ დვალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვთან და თურქ ვედატ ალბაირაქთან გამარჯვება მოიპოვა, ესპანელ ანტონიო ესპოზიტოსთან კი დამარცხდა.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ ჩეხ ადამ კოპეცკის მოუგო და შემდეგ იაპონელ კენია კოჰარასთან დამარცხდა.

81კგ წონით კატეგორიაში გამარჯვების უპირველეს ფავორიტად მიჩნეული ბელგიელი მატიას კასე პული ნახევარფინალში ფრან არნო არეგბასთან შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ლუხუმ ჩხვიმიანი გამზატ ზაირბეკოვთან დამარცხდა, გიორგი სარდალაშვილი რამაზან აბდულაევთან, ეთერ ლიპარტელიანმა  დარია კურბონმამადოვას სძლია და სულ, ორი დღის განმავლობაში ერთმანეთთან გამართულ ექვს შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს ძიუდოისტებთან შეხვედრებში ქართველმა ძიუდოისტებმა ორჯერ გაიმარჯვეს, ოთხჯერ კი დამარცხდნენ.