ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრის მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია - სწორედ აქ შეიკრიბა ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს 7 სახეობაში გაეჯიბრებიან. სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიებში ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
დღეს ერთ-ერთ სახეობაში, არეალსში ჩემპიონატის ფინალური შეჯიბრი გუნდებს შორის კოხტას მთაზე გაიმართა. პირველი ადგილი აშშ-ის გუნდს ერგო, მეორე ჩინეთს, მესამე ადგილი კი უკრაინის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.