ბაიერნი VS პსჟ - ჩემპიონთა ლიგაზე კლუბები დაწყვილდნენ

1616155065
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ყველაზე საინტერესო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისა და ფინალისტის დაპირისპირებაა. ბაიერნი-პსჟ-ს მატჩი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.
საინტერესოა ლივერპულისა და მადრიდის რეალის დაპირისპირებაც. დარჩენილ ორ წყვილში კი - მანჩესტერ სიტი და დორტმუნდის ბორუსია გაარკვევენ ურთიერთობას და ასევე იქნება პორტოსა და ჩელსის დაპირისპირებაც.
გაიმართა ნახევარფინალური წყვილის კენჭისყრაც: ბაიერნი-პსჟ-ს წყვილში გამარჯვებული სიტი-დორტმუნდის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რეალი-ლივერპულს შორის უკეთესი კი - პორტუსა და ჩელსის შორის გამარჯვებულს შეხვდება.