დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ტურნირის პირველი შეხვედრები იმართება
შვეიცარიაში, ბერნის „სტად დე სუისზე", „იანგ ბოიზმა" „მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.
 
შეხვედრის მე-13 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ყველას დაასწრო ბრუნუ ფერნანდეშის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე და გახსნა ანგარიში.
 
35-ე წუთზე აარონ ვან ბისაკამ იუხეშა მასპინძელი კრისტოფერ მარტინსის წინააღმდეგ და მსაკმა იგი მინდვრიდან გააძევა.
 
66-ე წუთზე იანგ ბოიზის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა.
 
შეხვედრის 90+5 წუთზე მანჩესტერელი ჯესი ლინგარდის მიერ მეკარის მიმართულებით გაგზავნილ ბურთზე დავით დე ხეას ჯორდან სიბაჩომ დაასწრო და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა