სან-ფრანცისკოში ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის D ჯგუფში მყოფი გუნდები ჩაებნენ ასპარეზობაში.
შეერთებული შტატების და პარაგვაის ნაკრები გუნდების შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე შეძლეს სამი მშრალი გოლით დაწინაურება, ხოლო მეორე მეორე ტაიმის 28-ე წუთზე პარაგვაიელთა გატანილ ერთ საპასუხო გოლს თავად კომპენსირებული დროის მერვე წუთზე უპასუხეს და ჯგუფში, სადაც მასთან და პარაგვაისთან ერთად თურქეთი და ავსტრალიაა, პირველი ადგილის დაკავებაზე გააკეთეს განაცხადი.
შეხვედრაში 23-ე მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი პირველი ავტოგოლი გავიდა.
აშშ - პარაგვაი 4:1(3:0)
გოლები: 7' დამიან ბობადილია, საკუთარ კარში 1:0, 31' და 45+5' ფოლარინ ბალოგანი 2:0 და 3:0, 73' მაურიციო 3:1, 90+8' ჯოვანი რეინა 4:1
დღეს, სან-ფრანცისკოში შვეიცარია და ყატარი (B ჯგუფი) შეხვდებიან ერთმანეთს.




