ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია.

კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზობაში 200-მეტრიანი დისტანცია 41,09 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.