ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდნენ პრიზიორები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57-65-70-79-97კგ წონით კატეგორიებში. 

70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ 4:0 სძლია უკრაინელ ოლექსი ბორუტას და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლ;იოს მფლობელი გახდა.

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა. მან უნგრელი რიჩარდ ვეგი 5:3 დაამარცხა.

57 კგ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელორუს არიან ტიუტრინთან 3:8 დამარცხდა რობერტ დინგაშვილი.

ჩემპიონი 57 კგ წონაში აზერბაიჯანელი ისლამ ბაზარგანოვი გახდა, 65-70-79-97 კგ წონებში კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუსებმა, ბაშირ მაგომედოვმა, დავიდ ბაევმა, აჰმად უსმანოვმა და აბდულრაშიდ საიდულაევმა გაიმარჯვეს.