პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დასრულდა ასპარეზობა პარაწოლმჭიმში +107 კგ წონითი კატეგორიაში.

ქართველმა წოლმჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ 250 კგ დასძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.



ამრიგად, ქართველმა პარალიმპიელებმა პარიზში  ერთი ოქროს (ბირთვის კვრა - გიგა ოჩხიკიძე), ოთხი ვერცხლის (შაშხანიდან 50 მ სროლა - ვლადიმერ ჭინჭარაული, ძიუდო 60კგ ზურაბ ზურაბიანი და ძიუდო 73 კგ გიორგი ქალდანი და ძიუდო +90 კგ რევაზ ჩიკოიძე) და ოთხი ბრინჯაოს (ტაეკვონდო - ანა ჯაფარიძე და ხმლით ფარიკაობა - ნინა თიბილაშვილი, ძიუდო 70 კგ ინა ქალდანი და პარაწოლმჭიმი აკაკი ჯინჭარაძე) მედალი მოიპოვეს.