უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
დასრულდა შეხვედრა აღდამის „ყარაბაღს“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის.
აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ანგარიში ჩამორჩენის მიუხედავად არ შედრკნენ მრისხანე მეტოქის წინაშე დატაიმი 2:1 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, დარჩენილ დროში კი ბურთი აღარ გასულა.
„ყარაბაღი“ - „ჩელსი“ 2:2(2:1)
გოლები: 16' ესტევაო 0:1, 29' ლეანდრო ანდრადე 1:1, 39' მარკო იანკოვიჩი, თერმეტმეტრიანიდან 2:1, 53' ალეხანდრო გარნაჩო 2:2
ამ დროისთვის დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ კვიპროსში „პაფოსთან“ წააგო.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore- 5.9) 56-ე წუთზე შეცვალეს.
„პაფოსი“ - „ვილიარეალი“ 1:0(0:0)
გოლი: 47' დერიკ ლუკასენი




