კოტ-დივუარში დასრულდა აფრიკის ერთა ლიგის თასის გათამაშება.

ფინალურ შეხვედრა მასპინძლებმა ნიგერია 2:1 სძლიეს და მესამედ ისტორიაში (1992, 2015, 2024) აფრიკის ერთა ლიგის თასის მფლობელები გახდნენ.

კოტ-დივუარტი - ნიგერია 2:1(0:1)
გოლები: 38' უილიამ ტროსტ-ეკონგი 0:1, 62' ფრანკ კესე 1:1, 81' სებასტიან ჰალერი 2:1


მესამე ადგილისთვის შეხვედრა სამხრეთ აფრიკის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდებს შორის 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი სამხრეთ აფრიკამ 6:5 გაიმარჯვა.


შეგახსენებთ კოტ-დივუარის და ნიგერიის გუნდების ფინალამდე განვლილ გზას:


ჯგუფური ტურნირი
კოტ-დივუარი - გვინეა ბისაუ 2:0
ნიგერია - ეკვატორული გვინეა 1:1
ეკვატორული გვინეა - გვინეა ბისაუ 4:2
კოტ-დივუარი - ნიგერია 0:1
გვინეა ბისაუ - ნიგერია  0:1
ეკვატორული გვინეა - კოტ-დივუარი 1:1

1. ეკვატორული გვინეა 7
2. ნიგერია 7
3. კოტ-დივუარი 3
4. გვინეა ბისაუ 0

კოტ დივუარი ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდა და მერვედფინალში გავიდა

მერვედფინალი
კოტ-დივუარი - სენეგალი 1:1, პენალტებით 5:4
ნიგერია - კამერუნი 2:0

მეოთხედფინალი
ნიგერია - ანგოლა 1:0
კოტ-დივუარი - მალი 2:1

ნახევარფინალი
ნიგერია - სამხრეთ აფრიკა 1:1, პენალტებით 4:2
კოტ-დივუარი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1:0