კოლუმბიაში 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა ასპარეზობა 14 მედლით დაასრულეს, აქედან ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალია. 

ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა; დავით კილაძემ (71 კგ) ატაცში ბრინჯაოს, ხოლო ატაცსა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა; თამაზ მეგრელიშვილი (94 კგ) ასევე სამ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა; ნიკოლოზ კურტანიძემ (+94 კგ) აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა; ხვიჩა კიწმარიძემ (+94 კგ) კი ატაცში ოქროს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა. - ნათქვამია სპორტის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.