კოლუმბიაში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლები +94 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
+94კგ წონით კატეგორიაში უმაღლესი სინჯის მედლებს ქართველი ძალოსნები დაეუფლნენ.
ატაცში მცირე ოქროს მედლის მფლობელი, ხვიჩა კიწმარიძე, აკვრაში მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნიკოლოზ კურტანიძე ატაცში მეოთხე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი მცირე ოქროს მედლის მფობელი გახდა.
ორჭიდის ჯამში ოქროს მედლის მფლობელი ნიკოლოზ კურტანიძე გახდა, ვერცხლის მედალი კი ხვიჩა კიწმარიძემ მოიპოვა.
სულ ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 დიდი ოქროს (71კგ დავით კილაძე, +94კგ ნიკოლოზ კურტანიძე), 1 დიდი ვერცხლის (+94კგ ხვიჩა კიწმარიძე) და 2 დიდი ბრინჯაოს (65კგ გიორგი ქინქლაძე, 94კგ თამაზ მეგრელიშვილი) მედალი მოიპოვეს.




