სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის.
ასპარეზობის ბოლო, მეშვიდე დღეს მედალი მოიპოვეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მიერ წლევანდელ ჩემპიონატშე მოპოვებული ერთადერთი მედლის მფლობელი 96 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე, მერაბ სულეიმანიშვილი გახდა. მან ოქროს მედლისთვის შეხვედრა იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:12 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.
ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში გახდა თორნიკე სამხარაძე 2:12 დამარცხდა აზერბაიჯანელ ალი ცოკაევთან.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მე-7 ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი ვერცხლის (67კგ ანრი ხომასურიძე, 77კგ თემურ ორჯონიკიძე) და ერთი ბრინჯაოს (87კგ აჩიკო ბოლქვაძე) მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მე4 ადგილზე გავიდნენ.




