პოლონეთის ქალაქ პილაში დასრულდა 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ნაკრებ გუნდებს შორის.
23 წლამდე ასაკის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 4:3 სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთს 0:3 ჩამორჩენის შემდეგ სძლია, ნახევარფინალში შარშანდელი ჩემპიონი, გერმანია 4:1 დაამარცხა, ხოლო ფინალში შეხვედრის ფრედ, 3:3 დასრულების შემდეგ დამატებით ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველო - რუმინეთი 4:3
ეთერ ასკილაშვილი - ფლორენტინა ივანესკო 0:1
აკაკი ჯაფარიძე - ალექს გრეტი 0:1
ნინო - პაპიძე - თალია კასტელანო ნარინო 0:1
ირაკლი დემეტრაშვილი - დარიუს დობრე 1:0
ნინო ლოლაძე - ვანესა ტოლეა 1:0
გიორგი ტერაშვილი - იოან ძიტაჩი 1:0
დამატებით შეხვედრა:
გიორგი ტერაშვილი - იოან ძიტაჩი 1:0
საქართველო - გერმანია 4:1
აკაკი ჯაფარიძე - ტომ დროშტი 1:0
ნინო პაპიძე- ანა მონტა ოლეკი 0:1
ირაკლი დემეტრაშვილი - დანიელ უძილაური 1:0
ნინო ლოლაძე - ჰელენ რიგერტი 1:0
გიორგი ლოლაძე - იანო რუები 1:0
საქართველო - უკრაინა 4:3
ნინო პაპიძე - დიანა სემჩენკო 0:1
ირაკლი დემეტრაშვილი - მიკოლა ჰრიბიკი 1:0
ნინო ლოლაძე - ანასტასია ჩიჟევსკა 0:1
გიორგი ლოლაძე - სერგი ჰებოტოვი 1:0
ეთერ ასკილაშვილი - ოლგა ციმკო 0:1
აკაკი ჯაფარიძე - ვლადისლავ კოლობოვი 1:0
დამატებით შეხვედრა:
აკაკი ჯაფარიძე - ვლადისლავ კოლობოვი 1:0
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს (73კგ გიორგი ტერაშვილი, 81კგ კოტე კაპანაძე, +100კგ ირაკლი დემეტრაშვილი) ერთი ვერცხლის (57კგ ნინო ლოლაძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (66კგ თენგო ზირაქიშვილი) მოიპოვეს და ქალთა და კაცთა გუნდების ჯამური შედეგებით პირველობა არავის დაუთმეს.
მასალა განახლებულია.