ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.

ასპარეზობის ბოლო დღეს მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიებში გაინაწილეს.

92 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ყურაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 12:1 მოუგო აზერბაიჯანელ ჰუსეინ მამადტაღიზადას.

125 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი ალექსანდრე აბრამიშვილმა მოუტანა. მან მედლისთვის შეხვედრა რუმინელ ბრაიან სამუელ ტეკერენს 10:0 მოუგო.

ამრიგად, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს (97კგ კონსტანტინე პეტრიაშვილი ) და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სულ გათამასებული ათი ოქროს მედლიდან ხუთი რუსეთის ფედერაციის მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ორი - აზებაიჯანელებმა, თითო-თითო კი მოლდაველმა, გერმანელმა და ქართველმა მოჭიდავეებმა.

ქულებით გუნდურ ჩათვლაში პირველი რუსეთი იყო 194 ქულით, მეორე აზერბაიჯანი 170 ქულით, მესამე კი სომხეთი 118 ქულით.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე საქართველომ ერთი ვერცხლის (97კგ არმან მკრტჩიანი) და ერთი ბრინჯაოს (60 კგ კახაბერ გოგიონაშვილი) მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო 20 წლამდე ასაკის მოჭიდავე გოგონები მედალს ვერ შეწვდნენ