იტალიაში 20 წლამდე ასაკის მორაგბეებს შორის მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა
უმცროსი ასაკის „ბორჯღალოსნებმა“ დღეს შოტლანდია დაამარცხეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულეს.
საქართველო - შოტლანდია 22:7(17:7)
თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა გახდა, მან ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 23:15(13:5)
მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა 38:35(5:14)
მეხუთე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა. მან ინგლისი 68:40(35:21) დაამარცხა.
იტალიამ უელსს 31:23 სძლია და მეშვიდე ადგილზე გავიდა.
მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრაში ირლანდიამ ესპანეთი 38:37(26:15) დაამარცხა.