რუმინეთის ქალაქ მამაიაში ჭადრაკში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

14 წლამდე ასაკის გოგონათა ჩემპიონატის მე-8 ტურში კესარია მგელაძემ მარიამ ცეცხლაძეს სძლია, ანასტასია კირთაძემ კი ჩეხი ლუსია რიბაკოვა დაამარცხა.

ბოლო ტურის წინ პირველ სამ ადგილს ქართველი გოგონები ინაწილებენ.

1. კესარია მგელაძე - 7 ქულა
2. ანასტასია კირთაძე - 6,5 ქულა
3. მარიამ ცეცხლაძე - 6 ქულა

დასკვნით მე-9 ტურში კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე ერთმანეთთან შეხვედრაში  გაარკვევენ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელის ვინაობას.